პროექტი 2006 : “ახალგაზრდათა ბიზნესის განვითარება” სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
 
2006: “ეიბისიო-ჯორჯიამ” განახორციელა „ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (OSCE) საქართველოს მისიის საგრანტო პროექტი “ახალგაზრდათა ბიზნესის განვითარება”. პროექტი ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და მიზნად ისახავდა ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის საკუთარი ბიზნეს საქმიანობის  შესაძლებლობების გაფართოებას. პროექტის ფარგლებში სპეციალურად შემუშავებული ტრეინინგ პროგრამის მეშვეობით მოხდა თსუ-ს ახალციხის ფილიალის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა გარკვეული რაოდენობის აღჭურვა შესაბამისი თეორიული ცოდნითა და ძირითადი პრაქტიკული უნარ-ჩვევებით თანამედროვე ბიზნეს დაგეგმარების სფეროში, რაც მათ სტიმულირებას გაუწევდა მომავალში საკუთარი ბიზნეს საქმიანობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში და ამ გზით  სტაბილური შემოსავლის წყაროს შექმნაში. პროექტის შემდეგ ეტაპზე სტუდენტებს, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ყველაზე პერსპექტიული და რეალისტური ბიზნეს იდეები, ჩაუტარდათ კვალიფიციური ინდივიდუალური კონსულტაციები ბიზნეს გეგმების მოსამზადებლად. პროექტის საბოლოო ეტაპი მოიცავდა მონაწილეთა მიერ შემუშავებულ ბიზნეს გეგმებს შორის ყველაზე პერსპექტიულთა შერჩევას კონკურსის გზით, პროექტის პატნიორ  “ფონდ TAO-ს“ მიერ მათი შემდგომი შესაძლო დაფინანსების მიზნით; (ვრცლად) 
All right reserved   Web development