კვლევები და პუბლიკაციები
დღესდღეობით “ეიბისიო-ჯორჯიასა” და მისი წევრი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულია შემდეგი სახის ძირითადი კვლევები:
- საქართველოში არსებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების ბაზრის შესასწავლად მარკეტინგული კვლევა-ანალიზი და ამის საფუძველზე შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება შპს “თეთრონიისათვის’’. პროექტი განხორციელდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ, დაფინანსებული “ბიზნეს საკონსულტაციო პროგრამის” (BAS) ფარგლებში;
- საქართველოში ღორის ხორცის, საქონლის ხორცისა და თაფლის პროდუქტების ბაზრის კვლევა, საერთაშორისო ორგანიზაცია CARE-ის დაკვეთით;
- საქართველოში კარტოფილისა და ბოსტნეულის პროდუქტების ბაზრის კვლევა, საერთაშორისო ორგანიზაცია CARE-ის დაკვეთით;
- ბენეფიციართა არსებული მდგომარეობის შესწავლა საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლიწყაროს რაიონებში, შვეიცარული ორგანიზაცია HEKS-EPER–ის დაკვეთით პროექტისათვის “საბაზრო შესაძლებლობები საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად-” (MOLI კახეთი);
- არსებული მდგომარეობის კვლევა სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მეკარტოფილეობისა და რძის პროდუქტების წარმოების სექტორში. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ერთობლივი მისიის დაკვეთით;
- არსებული მდგომარეობის კვლევა სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში აგრობიზნესის სფეროში საინვესტიციო კაპიტალის ხელმისაწვდომობის შესახებ.დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ერთობლივი მისიის დაკვეთით;
- არსებული მდგომარეობის კვლევა სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში, ციტრუსებისა და კენკროვნების წარმოებისა და მტკნარი წყლის სათევზე მეურნეობების მუშაობის, ასევე ამ ქვესექტორებში „ღირებულებათა ჯაჭვის“ ჩამოყალიბების ინიციატივების შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდენტიფიკაციო მისიის დაკვეთით;
- საქართველოს ხილის წარმოების სექტორში არსებული მდგომარეობის კვლევა.გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO) დაკვეთით;
- საქართველოში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წარმოების სფეროში მცირე და საშუალო საწარმოთა არსებული აქტივობების შეფასების კვლევა (Winrock International-თან თანამშრომლობით). პროექტი დაფინანსდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ „გარემოსდაცვითი ბიზნესის დაფინანსების პროგრამის (EBFP) ფარგლებში;
- საქართველოში მესაქონლეობის, მეფრინველეობის, რძის პროდუტების, საქონლის საკვებისა და სასოფლო–სამეურნეო მასალების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის კვლევა .კომპანია Crimson Capital Ltd – დაკვეთით და აშშ –ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით;
- სათემო განვითარების პროექტების ეკონომიკური შედეგების შეფასების კვლევა (სულ 18 პროექტი, რომლიც განხორციელდა ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონებში), საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps-ის „საქართველოში სათემო მობილიზაციის ინიციატივის“ (GCMI) პროგრამის ფარგლებში;
- საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის ეროვნული პოლიტიკის შეფასების კვლევა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით;
- საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორში არსებული პრობლემების ანალიტიკური მიმოხილვისა და ამ პრობლემათა გადაჭრის შესაძლო გზების შესწავლის კვლევა. გამოიცა ბროშურის სახით ,შეიცავდა მონაცემებსა და საკონტაქტო ინფორმაციას იმ ორგანიზაციებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც იმ დროს სხვადასხვა სახის სათანადო მხარდაჭერასა და ხელშეწყობას უწევდნენ ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას;
- სამცხეთ –ჯავახეთის რეგიონში (განსაკუთრებით ბორჯომი –ხარაგაულის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში ) მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარების შესაძლებლობების ეკონომიკური დასაბუთების შესწავლის კვლევა, გერმანული ორგანიზაციის GOPA GmbH-ს დაკვეთით;
- საქართველოს რძის პროდუქტების გადამამუშავებელი სექტორის კვლევა (განხორციელდა იმერეთის, კახეთის, ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებში), ჰოლანდიის ტექნიკური დახმარების პროექტის „Strengthening the Dairy Sector in Georgia- a Chain Approach” -ის ფარგლებში, ჰოლანდიური საკონსულტაციო ორგანიზაციის HVA-International –ის დაკვეთით;
- ძირითად მონაცემთა შეგროვებისა და ინსტიტუციონალური რუკის შედგენის კვლევა საქართველოს 3 მიზნობრივ რაიონში (ბორჯომი, მცხეთა, თელავი). შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დაკვეთით. კვლევა მოიცავდა ადგილობრივი ეკონომიკური კონტექსტისა და პოტენციალის შეფასებას. ტერიტორიული დიაგნოსტიკისა და ინსტიტუციონალური რუკების მომზადებას ILO–ს მიერ აღნიშნულ მიზნობრივ რაიონებში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული მომავალი პროექტების მოსამზადებლად;
- საქართველოს მრეწველობის სექტორული კვლევები და მიმოხილვები (მსუბუქი მრეწველობა, ტელეკომუნიკაცია, სხვა.). სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით;
- რენტგენისა და ულტრა–ბგერითი სამედიცინო დანადგარებისთვის პოტენციური ბაზრის კვლევა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. გერმანული კომპანიის –Philips Medizine System –ის დაკვეთით;
- საქართველოში კვების ძირითადი პროდუქტებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროდუქტების ბაზრის მიმოხილვა, აშშ კომპანიის Bob Walsh Enterprises–ის დაკვეთით;
- საქართველოში რძის პროდუქტების ბაზრის კვლევა, კვების პროდუქტების მწარმოებელი წამყვანი ჰოლანდიური კომპანიის დაკვეთით;
- საქართველოს ლუდის ბაზრის კვლევა, ევროპელი ლუდის მწარმოებლის დაკვეთით;
- საქართველოში ფრინველის ხორცის მოხმარების მიმოხილვითი კვლევა, ადგილობრივი იმპორტიორის დაკვეთით;
- კვების პროდუქტების წამყვან ადგილობრივ იმპორტიორთა კვლევა და შეფასება, ჰოლანდიის ბიზნესის მხარდამჭერი ცენტრის დაკვეთით;
- საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის (კერძოდ, აგრობიზნესის სფეროში) არსებული მდგომარეობის მიმოხილვა, აშშ კომპანიის – Nathan Associates–ის დაკვეთით.