ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილს.  შეთანხმების მიზანია ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება. DCFTA-ს მიზანია ხელი შეუწყოს საქათველოსა და ევროკაცშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. მოკლედ რომ ვთქვათ, DCFTA შესაძლებლობას აძლევს ქართველ მეწარმეებს გაყიდონ თავიანთი პროდუქცია და სერვისები ევროკავშირის ქვეყნებში ტარიფებისა და სხვა ბარიერების გარეშე. მეტი ინფორმაცია DCFTA-ს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ საიტებზე: http://georgiadcfta.ge/ka2.html და  http://www.dcfta.gov.ge 
 
“ეი ბი სიო-მ“ პარტნიორებთან ერთად შექმნა სახელმძღვანელო, რომელიც მარტივი ენითა და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით ხსნის, თუ რა არის DCFTA, რას ნიშნავს ის საქართველოსა და მისი ეკონომიკისთვის, კერძოდ, ქართული ბიზნესისთვის. რა შესაძლებლობებს სთავაზობს იგი ქართველ მეწარმეებს და რაში მდგომარეობს DCFTA-ის გამოწვევები და პოტენციური ბარიერები. სახელმძღვანელოში ასევე მოცემულია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტის შესახებ პრაქტიკული ინფორმაცია, როგორ უნდა იპოვონ ქართველმა მეწარმეებმა პოტენციური ბიზნეს პარტნიორები ევროკავშირშირის ქვეყნებში; როგორ უნდა გაიტანონ პროდუქტი ევროკავშირის ერთიან ბაზარზე; რა პირობებსა და კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ორგანიზაცია და მის მიერ წარმოებული პროდუქცია,  ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მოსახვედრად. 
 
DCFTA-ს საკომუნიკაციო სახელმძღვანელო შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ  
All right reserved   Web development