ჩვენ შესახებ
საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია “ეიბისიო - ჯორჯია” დაფუძნდა 2001 წლის ოქტომბერში ქვეყნის წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების მიერ. ასოციაციის მისიაა, საქართველოში მოქმედი ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციების განვითარების, მათი ქსელისა და მომსახურების სპექტრის გაფართოების მეშვეობით, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეწარმეობის აღმავლობას და საწარმოების სწორი მიმართულებით განვითარებას.
საქართველოში მოქმედი ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების განვითარების, მათი ქსელისა და მომსახურების სპექტრის გაფართოების მეშვეობით, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეწარმეობის აღმავლობას და საწარმოების სწორი მიმართულებით განვითარებას.
ასოციაციის მისიიდან გამომდინარე “ეიბისიო - ჯორჯიას” ძირითადი მიზანია:
საქართველოში მოქმედი ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების განვითარების, მათი ქსელისა და მომსახურების სპექტრის გაფართოების მეშვეობით, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეწარმეობის აღმავლობას და საწარმოების სწორი მიმართულებით განვითარებას.
ასოციაციის მისიიდან გამომდინარე “ეიბისიო - ჯორჯიას” ძირითადი მიზანია:
- ასოციაციის წევრი ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების საქმიანობისა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობა; მათ მიერ გაწეული მომსახურების სპექტრის გაზრდა- გაფართოება; წევრ ორგანიზაციათა შორის მჭიდრო კავშირების განვითარება და ნაყოფიერი თანამშრომლობის უზრუნველყოფა; წევრ ორგანიზაციათა უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
- საქართველოში ბიზნეს საკონსულტაციო სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის მეშვეობით, ქვეყანაში მეწარმეობის აღმავლობის და საწარმოების სწორი მიმართულებით განვითარების ხელშეწყობა, ქართველი მენეჯერების ცოდნისა და გამოცდილების დონის ამაღლება და ქართული ბიზნესს გაყვანა ახალ ხარისხობრივ დონეზე.
- ადგილობრივი ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერა; ასოციაციის წევრთა საქმიანობის, მაშტაბისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სათანადო ტექნიკური, მეთოდოლოგიური და საექსპერტო დახმარების გაწევა;
- საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციების ჩამოყალიბება , მათი შემდგომი განვითარების ინიცირება და მხარდაჭერა;
- ასოციაციის წევრი ორგანიზაციების ინდივიდუალური საქმიანობისა თუ ერთობლივი პროექტების მხარდაჭერა და კოორდინაცია; ამგვარი პროექტების განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების მოპოვება;
- ასოციაციისა და მისი წევრი ორგანიზაციების ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების გაერთიანება და გამოყენება ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების მიზნით; სხვადასხვა ახალი პროექტის ინიცირება, შემუშავება და განხორციელება;
- საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ეფექტური პროგრამების შემუშავების მიზნით;
- ასოციაციის წევრ ორგანიზაციათა ინტერესების დაცვა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; უცხოელ პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ხელშეწყობა, რათა მათ შეძლონ ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში უფრო ქმედითი და წარმატებული საქმიანობა;
- ასოციაციის ქსელის მეშევეობით, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების უზრუნველყოფა მაღალი ხარისხისა და ფართო სპექტრის ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურეობითა და ტრეინინგებით.