პროექტი 2006-2009: “სიღარიბის დაძლევის ინტეგრირებული პროგრამა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოციალურად დაუცველ თემებში”.
 
2006-2009: “ეიბისიო ჯორჯიამ” „მერსი ქორპსთან“ ერთად განახორციელა ევროკომისიის გრანტით დაფინანსებულ პროექტი “სიღარიბის დაძლევის ინტეგრირებული პროგრამა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოციალურად დაუცველ თემებში”. “ეიბისიო ჯორჯიამ”  აღნიშნულ პროექტში განახორციელა ეკონომიკური განვითარების კომპონენტი (ადგილობრივი საწარმოებისა და ფერმერული ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა, საბაზრო ურთიერთკავშირების დამყარება და ადგილობრივი საწარმოების დაკავშირება ცენტრალურ ბაზრებთან, ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის რეინტეგრაციის ხელშეწყობა ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ ცხოვრებაში  ა.შ.) და ტექნიკური დახმარების აღმოჩენა ადგილობრივი ეკონომიკური დაგეგმარების განხრით; (ვრცლად) 
All right reserved   Web development