პროექტი 2009: “ცხოვრებისეული პირობების რეაბილიტაცია გორის რაიონში”
 
2009: “ეიბისიო-ჯორჯიამ” „ჰექს-ეპერთან“ ერთად განახორციელა პროექტი “საცხოვრებელი პირობების  რეაბილიტაცია გორის რაიონში”, რომლის მიზანი იყო დახმარების გაწევა იმ იძულებით გადაადგილებული პირთათვის (“იგპ”), რომლებიც უბრუნდებოდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონში (ბუფერული ზონაში, გორის რაიონის 2 სოფელში - ტყვიავი და ძევერა) და ესაჭიროებოდათ ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესება გრძელვადიან პერსპექტივაში. “ეიბისიო-ჯორჯიას” როლი პროექტის განხორციელებაში მოიცავდა ისეთი სამუშაოების შესრულებას, როგორიცაა (ა) სურსათის უზრუნველყოფა ეკონომიკური მდგომარეობის აღსადგენად  (ომის შედეგად დაზარალებული 160 დაბრუნებული ოჯახი უზრუნველყოფილ იქნა ტექნიკით საკვების დეფიციტის პრობლემის შესამცირებლად) და (ბ) შესაძლებლობების განვითარება (სურსათის უზრუნველყოფის კუთხით დახმარება და ხელშეწყობა შესაბამისი ტრეინინგების ჩატარებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა თემის განვითარება, მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარება, ჩართულობა  და ა.შ.);  (ვრცლად) 
All right reserved   Web development