პროექტი 2009: ტრეინინგებისა და კონსულტაციების პროგრამა “იძულებით გადაადგილებულ პირთათვის”
 
2009: “ეიბისიო-ჯორჯიამ” CHF International-თან  ერთად USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით GELS-ის პროგრამის ფარგლებში განახორციელა ტრეინინგ პროგრამა ( სულ 11 ტრეინინგი, თითოეული 4 დღის ხანგრძლივობით) და გაუწია ბიზნეს კონსულტაციები CHF-ის მიერ წინასწარ შერჩეულ “იძულებით გადაადგილებულ პირთა” (იგპ) ჯგუფებს ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ ამ კატეგორიის პირთა კომპაქტურ დასახლებებში. პროექტის მიზანი იყო დახმარებოდა “იგპ-ებს“ მინიმალური შემოსავლის წყაროს შექმნასა და ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებაში. “იგპ-ებისთვის“ ჩატარებული ტრეინინგი მიზნად ისახავდა მათთვის საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა და წარმატებული მართვის მეთოდების სწავლებას. ეს პროცესი მოიცავდა, როგორც თეორიული სწავლებას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც ბენეფიციარებს დაეხმარებოდა ბიზნეს გეგმის დაწერაში. ასევე ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციები ბიზნეს გეგმების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით. პროგრამის განმავლობაში  167 “იგპ-ს“ ჩაუტარდა ბიზნეს ტრეინინგი და შემუშავდა შესაბამისი რაოდენობის ბიზნეს გეგმა, რომელთაგან 163 იქნა საბოლოოდ მხარდაჭერილი და დაფინანსებული  CHF-ის მიერ. შერჩეული 163 ბიზნეს გეგმა ეხებოდა ბიზნეს საქმიანობის  ისეთ სფეროებსა და ფართო სპექტრს, როგორიცაა მომსახურება (სილამაზის სალონები), ვაჭრობა, წარმოება (საამქროები/სახელოსნოები (ტექსტილი, რკინის საყოფაცხოვრებო ნაკეთობები, ხელნაკეთი სუვენირები, ფეხსაცმლის შეკეთება და სხვ.) სასოფლო-სამეურნეო/აგრობიზნეს საქმიანობა (მეფუტკრეობა, მესაქონლეობა, მეღორეობა, მეფრინველეობა, მეკურდღლეობა), კვების პროდუქტების წარმოება (საცხობი, გაყინული საკვები პროდუქცია, ა.შ.). დახმარების მიღების შემდეგ ამ ბიზნესთაგან ბევრი მალევე ამოქმედდა და დაიწყო მოგების მოტანა, რაც განპირობებული  იყო იმით, რომ მათ მომსახურებასა თუ პროდუქციაზე უკვე არსებობდა რეალური მოთხოვნა “იგპ-თა“ მიზნობრივ დასახლებებში და მათ გარშემო;  (ვრცლად) 
All right reserved   Web development