პროექტი 2010-2011 (ახალგორი): “საქართველოში, ახალგორის ოკუპირებული რაიონისა და მომიჯნავე რაიონების მოსახლეობას შორის ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა“
 
2010-2011: “ეიბისიო-ჯორჯიამ” „კარიტას ჩეხეთთან“ ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და “გაეროს განვითარების პროგრამის” მიერ მართული COBERM-ის (“ნდობის აღდგენის ადრეული რეაგირების მექანიზმი”) პროგრამის ფერგლებში შეიმუშავა და განახორციელა  პროექტი “საქართველოს ახალგორის ოკუპირებული რაიონისა და მომიჯნავე რაიონების მოსახლეობას შორის ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა”. პროექტის კონკრეტული მიზანი იყო კონფლიქტის ზონის სხვადასხვა მხარეს დარჩენილ მოსახლეობას შორის ურთიერთნდობის აღდგენის საქმეში იმ პოზიტიური როლის დემონსტრირება, რაც შეუძლია შეასრულოს ერთობლივი და ორმხრივად მომგებიანი ეკონომიკური/ბიზნეს საქმიანობის განხორციელებას, რომელიც ამავე დროს მიმართულია მონაწილეთა საერთო პრობლემების დაძლევისა და   ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.  ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა და სათანადოდ აღიჭურვა  ჯემებისა და მურაბების მწარმოებელი მცირე საწარმო და ხილის მაცივარი.  პროექტი განხორციელდა სოფელ ლამისყანაში (კასპის რ-ნი), რომელსაც მართავს და ამარაგებს მეხილეთა ასოციაცია. აღნიშნული საწარმო წარმატებით მუშაობს და ყიდის საკუთარ პროდუქციას თბილისის ბაზარზე; (ვრცლად) 
All right reserved   Web development