პროექტი 2011–2012: “სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ცენტრის დაარსება და მხარდაჭერა ხულოს რაიონში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო”
2011-2012: “ეიბისიო-ჯორჯიამ” „კარიტას ჩეხეთთან“ ერთად განახორციელა პროექტი “სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ცენტრის დაარსება და მხარდაჭერა ხულოს რაიონში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო”. პროექტი დაფინანსდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ და მიზნად ისახავდა ხულოს რაიონში, დიოკნისისა და დიდაჭარის თემებში, სასოფლო/სამეურნეო მომსახურების 2 ცენტრის ჩამოყალიბებას, მათ ტექნიკურ აღჭურვასა და შემდგო განვითარებას. შესრულებული სამუშაოები მოიცავდნენ მიზნობრივ თემებში საინიციატივო ჯგუფების გამოვლენას, შერჩევასა და ტრეინინგს ბიზნეს დაგეგმარების, კარტოფილის წარმოებისა და მეცხოველეობის საკითხებში, სასოფლო სამეურნეო მომსახურების ცენტრების დაფუძნებასა და რეგისტრაციას, მათ აღჭურვას სათანადო ტექნიკით (ტრაქტორები, მისაბმელები) და კარტოფილის იმპორტული სათესლე მასალით. პროექტის ფარგლებში მოეწყო კარტოფილის სადემონსტრაციო ნაკვეთები. ასევე ადგილობრივ ფერმერებს ხელი შეეწყოთ საბაზრო კავშირების ჩამოყალიბებაში რეგიონალურ საბითუმო და საცალო ბაზრებზე გასასვლელად; (ვრცლად)