პროექტი 2002: „უმუშევართა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა”
2002: "ეიბისიო - ჯორჯიამ" განახორციელა “რეგისტრირებულ უმუშევართა დასაქმების სახელმწიფო პროგრამით” გათვალისწინებულ ტრეინინგისა და კონსულტაციების კომპონენტი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ამ პროგრამის ფარგლებში 2002 წელს, ტესტირების გზით, შერჩეული იქნა 234 რეგისტრირებული უმუშევარი, რომელთაც შემდგომ ჩაუტარდათ შესაბამისი ტრეინინგი და კონსულტაციები ბიზნესის დაგეგმარებისა და მართვის სფეროში. პროგრამის მსვლელობისას, მასში მონაწილე უმუშევართა მიერ მომზადებულ იქნა 110 ბიზნეს გეგმა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 51 პროექტი. დაფინანსებული 51 ბიზნესიდან 48-მ წარმატებით და დროულად დააბრუნა კრედიტი. ტრეინინგებისა და კონსულტაციების პროგრამა დაკავშირებული იყო საკრედიტო ხაზთან, რომელიც ხორციელდებოდა “საქართველოს ბანკის” მეშვეობით; (ვრცლად)