პროექტი 2003: “უმუშევართა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა”
 
2003: “ეიბისიო-ჯორჯიამ”, განახორციელა “უმუშევართა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის” ტრეინინგისა და კონსულტაციების კომპონენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ტესტირების შედეგად, შერჩეული იქნა 452 რეგისტრირებული უმუშევარი, რომლებმაც გაიარეს 10 დღიანი ტრეინინგი. პროგრამის შემდგომ ეტაპზე 208 მონაწილემ შეიმუშავა ბიზნეს გეგმა, რომელთაგან 98-მა მიიღო შეღავათიანი საბანკო კრედიტი, რაც საკუთარი ბიზნესის დაწყების საფუძველი გახდა. ამავდროულად, კონსულტაციები გაეწიათ იმ მეწარმეებსაც, რომლებმაც მოამზადეს ბიზნეს-გეგმები “სოციალური უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და უმუშევართა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში. სესხის გაცემისა და პროექტის განხორციელების ეტაპზე, კონსულტაციები გაეწიათ მასში მონაწილე ორივე ჯგუფს – მოქმედ ბიზნესმენებსა და ყოფილ უმუშევრებს, რომლებმაც წამოიწყეს საკუთარი ბიზნესი. ტრეინინგებისა და კონსულტაციების პროგრამა დაკავშირებული იყო საკრედიტო ხაზთან, რომელიც ხორციელდებოდა “საქართველოს ბანკის” მეშვეობით;  (ვრცლად) 
All right reserved   Web development