პროექტი 2004: “ტრეინინგ კურსი მსესხებელთათვის” (GESI)-ს პროექტის “კრედიტის ხელშეწყობის კომპონენტის” ფარგლებში
2004: “ეიბისიო-ჯორჯიამ” განახორციელა “ტრეინინგ კურსი მსესხებელთავის”, რომელიც ჩატარდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID–ის “კრედიტის ხელშეწყობის კომპონენტის” ფარგლებში და დაფინანსდა “ენერგო უზრუნველყოფის ინიციატივის პროგრამის (GESI) –ის“ მიერ. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შერჩეულ 10 მიზნობრივ თემში ენერგოპროექტების დაფინანსებას და თემებში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებას. ამ ბიზნესების დასაფინანსებლად შემუშავდა შეღავათიანი კრედიტების სპეციალური პროგრამა. პროექტის ფარგლებში “ეიბისიო-ჯორჯიამ” ადგილობრივი მეწარმეებისთვის ჩაატარა 10 ტრეინინგი და განახორციელა კონსულტაციები, რის შემდგომაც ასოციაციის დახმარებით შემუშავებულ იქნა 95 საკრედიტო განაცხადი და 10 ბიზნეს გეგმა. მომზადებული პროექტების მთლიანი პორტფელის ღირებულებამ შეადგინა 2,962,139.00 აშშ დოლარი; (ვრცლად)