პროექტი 2006-2007 :“საქართველოს სასოფლო ენერგო მომარაგების პროექტი”
 
2006-2007: “ეიბისიო ჯორჯიამ” „ვინროკ საერთაშორისოსთან“ ერთად განახორციელა “საქართველოს სასოფლო ენერგო მომარაგების პროექტი”, რომელიც მიზნად ისახავდა სოფლებისთვის ელექტროენერგიის (როგორც ელექტრომომარაგების ერთიან სისტემაში ჩართული, ასევე სისტემის გარეთ გამომუშავებული) მიწოდების გაზრდას, სოფლად არსებული ენერგიის წყაროების სიმძლავრეების ამაღლებასა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების განვითარების ხელშეწყობას, ასევე ადგილობრივი ენერგო რესურსების ბაზის ეფექტური გამოყენებისა და დაცვის თვალსაზრისით, არსებული ლოკალური შესაძლებლობების გაუმჯობესებას. “ეიბისიო ჯორჯიას” როლი აღნიშნულ პროექტში მოიცავდა ისეთი  მიმართულებების უზრუნველყოფას, როგორცაა პროექტის მიზნობრივი თემების შერჩევა, ტრეინინგ-პროგრამების შემუშავება და ჩატარება ბიზნესის დაგეგმარებისა და ბიზნეს-გეგმის მომზადების საკითხებში; ელექტროენერგიის ადგილობრივი დამოუკიდებელი მომმარაგებლებისთვის ბიზნეს პროფილების შემუშავება და საკრედიტო განაცხადების შევსებაში დახმარების გაწევა; მიზნობრივი თემების შემოსავლის მიღების პოტენციალის შეფასება და პროექტისათვის ზოგადი სახის მხარდაჭერის უზრუნველყოფა; (ვრცლად) 
All right reserved   Web development