პროექტი 2006-2008: „საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის” პროექტი
 
2006-2008: “ეიბისიო-ჯორჯიამ” “მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან” (IOM) ერთად განახორციელა “საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის” პროექტის ბიზნეს ტრეინინგებისა და კონსულტაციების კომპონენტი. პროექტი დაფინანსდა  დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის (HOME OFFICE) - ის და “ევროპის ლტოლვილთა ფონდის” მიერ. პროექტი მიზნად ისახავდა იმ ქართველ მიგრანტთა დახმარებას, რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნით იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, რათა ისინი დაბრუნებულიყვნენ საქართველოში და  მოეხდინათ  აქ რეინტეგრაცია შემოსავლის მომტანი საქმიანობების წამოწყების (დასაქმება,  მცირე ბიზნესის დაწყება) მეშვეობით, რათა მოეპოვებინათ ფინანსური დამოუკიდებლობა და წარმატებით დამკვიდრებულიყვნენ საქართველოში. პროექტის ფარგლებში, 2006 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის ივნისის ჩათვლით, “ეიბისიო-ჯორჯიას” მიერ ტრეინინგი ჩაუტარდა პროექტის 54 მონაწილეს, პროგრამის ბენეფიციარებს გაეწიათ კვალიფიციური კონსულტაცია, რის შედეგადაც მათთვის  შემუშავებულ იქნა 40 ბიზნეს გეგმა; (ვრცლად) 
All right reserved   Web development