პროექტი 2007-2008: “სოფლის მეურნეობის პერსპექტიული განვითარების პროექტი საქართველოში” (MAQ)
2007-2008: “ეიბისიო-ჯორჯიამ” საერთაშორისო ორგანიზაცია „ამქორთან“ ერთად, განახორციელა “სოფლის მეურნეობის პერსპექტიული განვითარების პროექტი საქართველოში” (MAQ). პროექტი დაფინანსდა აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ. პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და საბაზრო შესაძლებლობების გაუმჯობესება ადგილობრივი მონეტიზირებული საქონლის გაყიდვებიდან შემოსული სახსრების მეშვეობით. ძირითადი საქმიანობა მოიცავდა ტრეინინგებისა და კონსულტაციების ჩატარებას საკვები პროდუქტების თანამედროვე გადამამუშავებელი და შესაფუთი მცირე დანადგარების მოხმარების თაობაზე, პროექტის მიზნობრივ თემებში არსებული და დამწყები სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისა და მომწოდებელებისთვის. პროექტი მიმართული იყო რძის, ხილისა და ბოსტნეულის წარმოების გაფართოების ხელშესაწყობად ნედლი პროდუქტის გადამამუშავებელი და შესაფუთი ახალი ტექნიკის მოწოდების გზით. “ეიბისიო-ჯორჯიას” როლი პროექტის განხორციელებაში მოიცავდა ფართო სპექტრის ბიზნეს ტრეინინგებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას არსებული და ახლად შექმნილი სასოფლო-სამეურნეო, საკვების დამამზადებელი და გადამამუშავებელი საწარმოების ხეშეწყობას; ( ვრცლად)