პროექტი 2009-2010: “მცირე გლეხური მეურნეობების ეფექტიანობის გაზრდა საქართველოში”
 
2009-2010: “ეიბისიო-ჯორჯიამ” „კარიტას ჩეხეთთან“ და „კარიტას  საქართველოსთან“ ერთად განახორციელა პროექტი “საქართველოში მცირე გლეხური მეურნეობების ეფექტიანობის გაზრდა”. პროექტი განხორციელდა საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ახალციხისა და ადიგენის რაიონებში. პროექტი დაფინანსდა “ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის მიერ. პროექტი ფოკუსირებული იყო სამ ძირითად მიმართულებაზე: (ა) მიზნობრივ რაიონებში ყველის გადამამუშავებელი წარმოების შექმნა და მხარდაჭერა; (ბ) ხილის გადამამუშავებელი მცირე საწარმოს შექმნის ხელშეწყობა და (გ) ახალციხის სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ცენტრის შესაძლებლობების განვითარება; პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრეინინგები ადგილობრივი ფერმერებისთვის პირუტყვის კვებისა და საკვებწარმოების, ასევე სიმინდის, ხორბლის, ქერის და კარტოფილის წარმოების საკითხებში. (ვრცლად)
 
All right reserved   Web development