პროექტი 2010: “მარტვილის აგრო-სერვის ცენტრის (“მასც”) შექმნა და განვითარება”
2010: “ეიბისიო-ჯორჯიამ” “ჩეხეთის განვითარების სააგენტოს” ფინანსური მხარდაჭერით „კარიტას ჩეხეთთან“ ერთად განახორციელა პროექტი “მარტვილის აგრო სერვის ცენტრის (“მასც”) შესაძლებლობების განვითარება”. პროექტის ფარგლებში “ეიბისიო-ჯორჯიამ” განახორციელა სპეციალური ტრეინინგ პროგრამა “მასც-ის“ თანამშრომლებისთვის მეცხოველეობის, სიმინდის, კარტოფილის, კიტრის, და პომიდვრის მოყვანის საკითხებში. “ეიბისიო-ჯორჯიას” კონსულტანტების დახმარებით ცენტრისთვის შემუშავდა 3 წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა. დამატებით “მასც-ის“ თანამშრომლებმა ახალციხის სასოფლო სამეურნეო ცენტრის ბაზაზე გაიარეს პრაქტიკული ტრეინინგი მეცხოველეობაში, კარტიფილის და მარცვლეულის მოყვანის საკითხებში (ვრცლად)