პროექტი 2010-2011 (სამცხე-ჯავახეთი): “სათემო ფერმერული ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო მომსახურების გაძლიერება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში”
 
 
2010-2011: “ეიბისიო-ჯორჯიამ” „მერსი ქორპსთან“ ერთად განახორციელა პროექტი “სათემო ფერმერული ჯგუფების და სასოფლო-სამეურნეო მომსახურების გაძლიერება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში”. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის პროგრამა “არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების განვითარება” ფარგლებში და მისი მიზანი იყო სასოფლო-სამეურნეო მომსახურეობების ადგილობრივი მომწოდებლებისა და ფერმერული ჯგუფების მიერ სასოფლო სამეურნეო ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურეობების მდგრადი განვითარება, სამცხე-ჯავახეთის  სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედ მცირე ფერმერთა შემოსავლებისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. პროექტის ამოცანას შეადგენდა ადგილობრივი ფერმერული ჯგუფების, სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მიმწოდებლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარება, რათა მათ ეფექტურად ეთანამშრომლათ სამცხე-ჯავახეთში მცირე ფერმერებისა და ფერმერთა ჯგუფებისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდების სფეროში; (ვრცლად) 
All right reserved   Web development