პროექტი 2011-2015: “საბაზრო შესაძლებლობები საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად” (MOLI კახეთში);
 
2011-2015: “ეიბისიო-ჯორჯიამ შვეიცარულ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰექს-ეპერთან“ ერთად განახორციელა პროექტი “საბაზრო  შესაძლებლობები საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად” (MOLI კახეთში), რომელის მიზანი იყო კახეთის რეგიონის   5 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მეცხოველეობისა და რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობა, ადგილობრივი ფერმერებისთვის საჭირო მომსახურების (ვეტ.მომსახურება, საღერღები, მექანიზაციის სერვის ცენტრები, რძის შემკრები და გადამუშავებელი საწარმოები, ა.შ.) ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით. ამ მიზნით განხორციელდა სერვისების ადგილობრივ მიმწოდებელთა მხარდამჭერი ღონისძიებები, რათა გაფართოვებულიყო მათი მომსახურების სპექტრი, არეალი, ხარისხი და ადგილობრივ ფერმერებს გასჩენოდათ მათთვის საჭირო სერვისებზე მეტი ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა. პროექტი დაფინანსა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ. (ვრცლად) 
All right reserved   Web development